ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში – 2018 – შეჯამება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ამჯერად მკლავჭიდელთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრების ოთხი წონითი კატეგორიის ორთაბრძოლებში 46 სტუდენტი ჩაება. შარშანდელ გამარჯვებულთაგან ამჯერად არ უასპარეზია გოჩა სიჭინავას (80 კგ), რომელსაც ამას წინათ ევროპის ჩემპიონატზე მარჯვენა მკლავით ვერცხლის მედალი ხვდა. ლიდერის არყოფნით ისარგებლა თორნიკე თურმანიძემ და ორივე მკლავით უნივერსიტეტის ჩემპიონობა მოიპოვა. შარშან მან თითო ოქრო და ვერცხლი დაიმსახურა. წელს თურმანიძე მძიმე წონაშიც ცდიდა ძალებს და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმო 21-წლამდელებში ევროპის პირველობის ვერცხლისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ დავით თედორაძესთან, რომელიც 80+ კილოში, შარშანდლის მსგავსად, ორივე მკლავით ოქროს მედლებს დაეუფლა. აღსანიშნავია ისიც, რომ 70 კილოში გამარჯვებულმა დავით მოლაშხიამ ერთი თვის წინათ მოჭადრაკეთა პირველობაში მესამე ადგილი დაიკავა.

მკლავჭიდელთა ილიაუნის ჩემპიონატის 2018 წლის გამარჯვებულები და პრიზიორები სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პეტრე წულუკიძემ და მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონმა, ლევან საგინაშვილმა დააჯილდოვეს.

  • შეჯიბრება შესანიშნავად იყო ორგანიზებული, – გვითხრა ჩვენი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელმა დავით თედორაძემ. – კარგია, რომ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი დიდი ყურადღებას აქცევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და ხშირად აწყობს სპორტულ ღონისძიებებს. რაც შეეხება ჩემს შედეგებს, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. წელს, თებერვლის მიწურულს, საქართველოს ჩემპიონატში მხარი დავიზიანე და ორივე მკლავით მეორე ადგილები დავიკავე. ტრავმამოუშუშებელმა ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე და მეოთხე ადგილს დავჯერდი. ვეცდები, დანაკლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ავინაზღაურო. ამ შეჯიბრებას წელს, სექტემბერში, ანტალია უმასპინძლებს.

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

60 კგ.

მარცხენა მკლავით: 1. თორნიკე გულბიანი, 2. ლევანი გულბანი, 3. ზურაბ ჩარკვიანი;

მარჯვენა მკლავით: 1. გიორგი მამალაშვილი, 2. თორნიკე გულბიანი, 3. ლევან გულბანი.

70 კგ.

მარცხენა მკლავით: 1. დავით მოლაშხია, 2. ფრიდონ დაიაური, 3. იოანე ქუთელია;

მარჯვენა მკლავით: I დავით მოლაშხია, 2.  ფრიდონ დაიაური, 3.  თორნიკე გელაშვილი.

80 კგ.

მარცხენა მკლავით: 1. თორნიკე თურმანიძე, 2. ცოტნე ლიპარტია, 3. გიორგი კოტაშვილი;

მარჯვენა მკლავით: 1. თორნიკე თურმანიძე, 2. ცოტნე ლიპარტია, 3. ბექა ქეთიაშვილი.

80+ კგ.

მარცხენა მკლავით: 1. დავით თედორაძე, 2. თორნიკე თურმანიძე, 3. ცოტნე ლიპარტია;

მარჯვენა მკლავით: 1. დავით თედორაძე, 2. თორნიკე თურმანიძე, 3. ცოტნე ლიპარტია.

მკლავჭიდის ჩემპიონატის ფოტომასალა

ბანერები