ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში (3x3) - 2022

ახალი ამბები

20 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში. 

შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში აუცილებელია 4 მოთამაშის შეყვანა (3 ძირითადი, 1 სათადარიგო).

ჩემპიონატი გაიმართება "FIBA 3x3"-ის ოფიციალური წესებით:https://bit.ly/3E3IN2V

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი კალათბურთში. I, II და III ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:  https://cutt.ly/pNT6Vtz 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 ნოემბერი

2022 წელი



ბანერები