ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში (3x3) - 2019

ახალი ამბები

19 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში აუცილებელია 4 მოთამაშის შეყვანა (3 ძირითადი, 1 სათადარიგო).

ჩემპიონატი გაიმართება "FIBA 3x3"-ის ოფიციალური წესებით: http://www.fiba.basketball/3x3/rules

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი კალათბურთში. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/xvw1g8uz9wcjU2Mt8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 16 მაისი.

ბანერები