ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში (3x3) - 2018

ახალი ამბები

11-15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში.

შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს.

ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში აუცილებელია 4 მოთამაშის შეყვანა (3 ძირითადი, 1 სათადარიგო). ჩემპიონატი გაიმართება "FIBA 3x3"-ის ოფიციალური წესებით:http://www.fiba.basketball/3x3/rules

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი კალათბურთში. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:
https://goo.gl/forms/V4RPf4J7q2xHsUYv2

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ივნისი

ბანერები