ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი ძიუდოში – 2019

ღონისძიებები

27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ძიუდოში.

შეჯიბრება გაიმართება 60, 66, 73, 81, 90, 100, +100 კგ. წონით კატეგორიებში, ძიუდოს საერთაშორისო წესების შესაბამისად, დამამშვიდებელი ორთაბრძოლების გარეშე. წონაში დაშვება 2 კგ.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ncNQZvDf2HGw7Y487

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი.


საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: 514778989; 032 2 220009 (270)

მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი F105

Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/iliaunistudentaffairs/

ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge

ბანერები