ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში

ახალი ამბები

14 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/Gn8m0ZCyFENhRwRD3

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 აპრილი.

შეჯიბრის სპონსორები არიან სპორტული მაღაზია ''JOMA'' და ფიტნეს კლუბი ''FIT TOWN''.

ბანერები