ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში - 2019

ღონისძიებები

12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/g6wzwrZSMfVvzq2VA

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 აპრილი.

ბანერები