ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში - 2018

ღონისძიებები

9 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი.

ბანერები