ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი ბილიარდში

ღონისძიებები

7 დეკემბერს საბილიარდო კლუბ „რიოში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.

ბანერები