ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჭადრაკის ჩემპიონატში ახალი პრიზიორები ჰყავს

ახალი ამბები

28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გამართა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში (ვაჟები, გოგოები).

ჩემპიონატში მონაწილეობდა ილიაუნის 100-მდე სტუდენტი, რომლებიც ერთმანეთს შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი ძალიან დაძაბული გამოდგა, მეშვიდე ტურში ჩემპიონობისთვის 4 მოთამაშე იბრძოდა.

პირველ და მეორე ადგილებზე გასულ მონაწილეებს თანაბარი ქულები აღმოაჩნდათ, მაგრამ არჩილ მემარნიშვილმა მეტად მაღალრეიტინგულ მეტოქესთან მოპოვებული გამარჯვებებით ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ელაშვილი ვერცხლს დასჯერდა, მესამე ადგილზე გიორგი ბობოხიძე გავიდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი თასი და მედლები. გამარჯვებულები ილიაუნის სახელით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში.

 2023 წელი

 

 

ბანერები