ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ბოულინგის ჩემპიონის ტიტული AllStar-მა მესამედ მოიპოვა

ახალი ამბები

25 ივნისს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ბოულინგბარ Ballroom-ში გაიმართა ილიაუნის შიდაჩემპიონატი ბოულინგში. ტურნირში მონაწილეობდა 12 გუნდი. საინტერესო პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 7-მა საუკეთესო გუნდმა ჩემპიონობისთვის გააგრძელა ბრძოლა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, პირველობისთვის გამორჩეულად 2 გუნდი იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ,AllStar-მა ,,აპოლოს“ აჯობა და ილიაუნის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა. 

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს შესაბამისი თასი და მედლები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ AllStar-ს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა გადასცა საგზური გასვლით სკოლა-ბანაკში „ISU Sport Camp – Summer 2019“, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე ჩატარდება.

ბანერები