ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი VS კსუ - ფუტსალის თასის ნახევარფინალი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდი საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების ნახევარფინალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეხვდება.

ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალურ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პენალტების სერიაში დაამარცხა (3-3; 0-0 დ.დ.; 4-3 პ.) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

გასული სეზონის გათამაშების ფინალში ილიაუნის მეტოქე სწორედ კსუ იყო, რომელიც დაძაბულ თამაშში 1-0 დავამარცხეთ და თასის გამარჯვებულები გავხდით,ახლა კი მათთან ტიტულის დასაცავად ვიბრძოლებთ.

ილიაუნისა და კსუ-ის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 ივნისს, 12:00 საათზე, გაიმართება.

ფინალამდე ჩვენს გუნდს ერთი გამარჯვება აშორებს. მიზნის მისაღწევად გულშემატკივრის მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებული სტიმული იქნება.

მოდი თამაშზე და ერთად ვუქომაგოთ ილიაუნის.

გულშემატკივრებისთვის ტაიმებს შორის შესვენებაზე ილიაუნის ფუტსალის გუნდის წინა სეზონის საფეხბურთო ფორმა გათამაშდება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3NDnNSW

2022 წელი

ბანერები