ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში კსუ-ს დაუპირისპირდება

ახალი ამბები

დღეს ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

ფუტსალის ლიგაში ილიაუნიმ ბოლო სამ შეხვედრაში იმარჯვა და დღეს წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება.

კსუ-სთან გამართულ ბოლო მატჩში ჩვენ გავიმარჯვეთ – 5-2. კსუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ჩვენ კი გასული სეზონის თასის გათამაშების გამარჯვებულები ვართ. ფინალში ილიაუნის მეტოქე სწორედ კსუ იყო, რომელთანაც მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ.

ილიაუნისა და კსუ-ს შორის მატჩი 23 მარტს, 18:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის.: უნივერსიტეტის ქ. N15 ა) გაიმართება.

თამაშებზე გულშემატკივართა დასწრება შესაძლებელია.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

ერთად ვუგულშემატკივროთ ილიაუნის გუნდს.

2022 წელი

ბანერები