ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალშია

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ში  წრიული ეტაპი დასრულდა. დაძაბული ოცდაერთი ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის საბრძოლველად სტარტს პლეი-ოფის შეხვედრები აიღებს.

ილიაუნის მეორე გუნდმა რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ½ ფინალში ადგილი გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის ცხრილი: t.ly/z1RD

წრიული ეტაპის ბოლო ტურში ჩვენი გუნდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და 6-3 გაიმარჯვა.

რეგულარულ სეზონში ილიაუნიმ 18 თამაშში 34 ქულა დააგროვა. ჯამში 89 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 62 მიიღო. 23 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გუნდში საუკეთესო ნიკოლოზ ბოლქვაძეა. ამ შედეგით ნიკოლოზი ტურნირის ბომბარდირთა შორის მესამე პოზიციას იკავებს - https://bit.ly/3OfJ1XY.

10-10 გოლია ირაკლი გაბისკირიასა (https://bit.ly/3uxC38M) და გაიოზ ლაგაზაშვილის ანგარიშზე (https://bit.ly/3JD1olY).

გუნდის საუკეთესო ასისტენტი 13 საგოლე გადაცემით ლაშა კურტანიძეა - https://bit.ly/3riRHD5. მას 10 პასით ნიკოლოზ ბოლქვაძე მოჰყვება.

5 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა გიორგი წიქვაძეს - https://bit.ly/379ZNqF

ფუტსალის ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი საბა მაჩიტიძე გუნდს მესამე წრეში შემოუერთდა და შვიდ თამაშში უკვე შეძლო 8 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება - https://bit.ly/3jsz6Qn.

ჩვენი გუნდი ახლა ½ ფინალური შეხვედრებისთვის ემზადება, სადაც ჩვენი მეტოქე ევროპის უნივერსიტეტსა და გორს შორის გამოვლინდება. 

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალის საგზურისთვის პირველ შეხვედრას ილიაუნი 30 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავს. მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება როგორც ფუტსალის ლიგის იუთუბ არხზე, ასევე ფუტსალის ლიგა 2-ის ფეისბუქ გვერდზე.

2022 წელი

ბანერები