ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი ფუტსალის ლიგის მომდევნო მატჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს

ახალი ამბები

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საუნივერსიტეტო ღონისძიებებს ვუბრუნდებით. უკვე შეგვიძლია ჩვენს სპორტულ გუნდებს კვლავ ერთად დავუჭიროთ მხარი. 

ილიაუნის გულშემატკივართა კლუბი ყოველთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა თამაშებზე და თქვენთან ერთად ვეცდებით ეს ტრადიცია გავაგრძელოთ.

„ილიაუნი“ საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარულ ეტაპზე თსუ-სთან მესამე, დასკვნით, შეხვედრას გავმართავთ. გასული ორი თამაში პრინციპული მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. 28 მარტს ილიაუნის გუნდი რევანშის ასაღებად იბრძოლებს.

ფუტსალის ლიგაში მესამე წრე მიმდინარეობს და ჯგუფური ეტაპი კულმინაციას უახლოვდება, რაც შეხვედრას უფრო დაძაბულს ხდის.

ილიაუნისა და თსუ-ს შორის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის.: უნივერსიტეტის ქ. N15ა) 28 მარტს, 16:00 საათზე, გაიმართება.

თამაშზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3waMIYc

გულშემატკივრებს საჩუქრად გადაეცემათ ილიაუნის ბრენდირებული მაისური.

ერთად ვუქომაგოთ ილიაუნის ფუტსალის გუნდს პრინციპულ მატჩში. 

2022 წელი

ბანერები