ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი 2 VS წალენჯიხა – საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 – მეოთხედფინალი

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულდა. 12 მარტს იწყება გადამწყვეტი საპლეიოფო თამაშები და გაირკვევა 2022/23 წწ. სეზონის გამარჯვებული.

ილიაუნი 2” ჩემპიონობისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე მეოთხედფინალში დივიზიონის ახალწვეულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გუნდს „წალენჯიხა" დაუპირისპირდება. მოწინააღმდეგე გუნდს ჩვენთან უარყოფითი ბალანსი აქვს, თუმცა მეორე წრის მატჩებში არაერთ ფავორიტთან შეძლო ქულების მოპოვება.

პლეიოფის ბადე: https://sbm.ge/gfl/tables.php

პირველი მატჩი 12 მარტს, 22:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. განმეორებითი შეხვედრა კი 29 მარტს შედგება.

ილიაუნის სტუდენტების მხარდაჭერა დიდ გავლენას მოახდენს თამაშის მუხტზე, ამიტომ, მოდით, უგულშემატკივრეთ თქვენს გუნდს!

დრო: 12 მარტი, 22:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის ოლიმპიური სასახლე

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები