ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი 2 VS წალენჯიხა – საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 – მეოთხედფინალი, მეორე მატჩი

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულდა.

12 მარტს დაიწყო საპლეიოფო თამაშები 2022/23 წწ. სეზონის გამარჯვებულის გამოსავლენად.

ილიაუნი 2“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე მეოთხედფინალში დივიზიონის ახალწვეულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გუნდ „წალენჯიხას“ უპირისპირდება. პირველი დაპირისპირება მოწინააღმდეგის გამარჯვებით დასრულდა, რაზეც დიდი გავლენა იქონია წამყვან მოთამაშეთა ტრავმებმა.

დაპირისპირება 2 მოგებამდეა, ამიტომ ჩვენი ბიჭები განმეორებით მატჩზე მოსაგებად გადიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტი ფუტსალსაც დაეტყო. „წალენჯიხას“ ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი გამოუჩნდა. პირველ დაპირისპირებაში მათი აქტიურობა ამხნევებდა და ძალას მატებდა მოწინააღმდეგე გუნდს.

ილიაუნი ათასობით სტუდენტსა და თანამშრომელს აერთიანებს; ჩვენი გუნდი საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში ყველა იმ ადამიანს წარმოადგენს, რომლებიც ილიაუნისთან რაიმეთი ასოცირდება.

თქვენი მხარდაჭერა გუნდს დიდ მუხტს, ენერგიას მოუტანს, გააძლიერებს!

მოდი სტადიონზე, უგულშემატკივრე შენს გუნდს!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა: t.ly/u0zS

განმეორებითი მატჩი 29 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

პლეიოფის ბადე: https://sbm.ge/gfl/tables.php

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები