ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნელთა ვერცხლის მედლები საქართველოს უნივერსიადიდან

ახალი ამბები

მიმდინარე წლის ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა ჭადრაკის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით. ტურნირზე შვიდივე მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა პირველკურსელმა ნიკოლოზ ცომაიამ, რომელიც სხვადასხვა ასაკში საქართველოსა და თბილისის ორ-ორგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია. გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა თანატოლებში საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის თასი მფლობელი და კონტინენტის პირველობების ორგზის პრიზიორი ელენე კოსტავა.

ილიაუნელებმა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „უნივერსიადა 2018-ის“ პროგრამით გათვალისწინებულ მოჭადრაკეთა ტურნირში იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მართალია, ელენე კოსტავამ საფინიშო ორ ტურში ზედიზედ სძლია მარიამ საჯაიასა და სედა ბროიანს, მაგრამ საბოლოოდ შვიდი შესაძლებლობიდან მხოლოდ 6 ქულის მოგროვება შეძლო, რამაც მეორე ადგილი მოუტანა. უნივერსიადის ჩემპიონმა დალი ნანეიშვილმა (თსუ) კოსტავას ნახევარი ქულით აჯობა. 5 ქულით მესამე ადგილზე მარიამ ჯავახიშვილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) გავიდა.

უნივერსიადაზე ნიკოლოზ ცომაიამ მეორე ადგილი შვიდი შესაძლებლობიდან 5.5 ქულით დაიკავა. 6,5 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა ახალგაზრდებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა, საერთაშორისო ოსტატმა გიორგი სიბაშვილმა (სპორტის უნივერსიტეტი). 5 ქულით მესამე ადგილი ირაკლი ქართველიშვილს (საქართველოს უნივერსიტეტი) ხვდა.

 

ბანერები