ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნელთა თითო ოქროს და ვერცხლის მედალი

ახალი ამბები

დაბა ურეკში დამთავრდა სტუდენტური ჩემპიონატი ქვიშის ფრენბურთსა და ფეხბურთში. თითოეულ სახეობაში რვა-რვა გუნდი მონაწილეობდა. შესანიშნავად იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა (ლინა ბაღდასარიანი, სოფო პაპიაშვილი), რომელმაც ჯგუფში ორ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აჯობა 2:1 (21:18, 20:22, 15:9), გადამწყვეტ პაექრობაში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები დაამარცხა 2:0 (21:12, 21:15) და ჩემპიონობა მოიპოვა.

ოქროს მედლებამდე ცოტა დააკლდათ ილიაუნის ფუტსალელებს (გურამ ჯიჯელავა, ლევან ლობჟანიძე, გურამ ნადარეიშვილი, გურამ გოგილაშვილი, გიორგი ქორიძე, ომარ ასაშვილი, დათო სანიკიძე): ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილის შემდეგ მათ ნახევარფინალში თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდს სძლიეს - 3:0, ფინალი კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დათმეს ­- 1:4 და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

ბანერები