ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნელთა პირველი ქულა ფუტსალის თასზე

ახალი ამბები

პირველ ნოემბერს ილიაუნის ფუტსალის ნაკრებმა საქართველოს საუნივერსიტეტო თასის გათამაშების პირველი მატჩი ევროპის უნივერსიტეტთან გამართა. შეხვედრა ილიაუნელთა უპირატესობით წარიმართა. ჩვენები პირველი ტაიმის დასაწყისშივე გუგა ნადარეიშვილის გოლით დაწინაურდნენ. მატჩის ბოლომდე ილიაუნის გუნდმა მეტოქის კართან რამოდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიშის გაზრდა ვერ მოხერხდა. შეხვედრის ბოლოს კი, ევროპის უნივერსიტეტის მოთამაშის დარტყმის შემდეგ ასხლეტილი ბურთი ჩვენს კარში აღმოჩნდა და მატჩიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი ხუთშაბათს, 8 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან გამართავს. შეხვედრა სპორტკომპლექსში „არენა-1“ გაიმართება.

ბანერები