ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნელი მკლავჭიდელი საქართველოს ჩემპიონია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორეკურსელი გოჩა სიჭინავა მკლავჭიდელია, ხშირად მონაწილეობს შეჯიბრებებში. მსოფლიოს ჩემპიონია ჭაბუკებში. ამ დღეებში მან საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზა. ახალგაზრდებს შორის 70 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში მარცხენა მკლავით მსოფლიოს პრიზიორი თენგიზ ნაცვლიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. მარჯვენა მკლავით გადამწყვეტი პაექრობა ახალგაზრდებში ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ვალიკო იჩქითთან დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.

გოჩა სიჭინავამ საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებშიც მოსინჯა ძალები და ორი ჯილდოც დაიმსახურა. ცაციათი აქ მეორე იყო – ფინალი ევროპის სამგზის ჩემპიონ ზაზა ოქროცვარიძესთან წააგო, მარჯვენა მკლავით ბრინჯაოს მედალი ერგო.

ილიაუნელი მკლავჭიდელი მაისის მიწურულს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატში როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსებს შორის. 

ბანერები