ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოულინგის გუნდი ALL Star საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ახალი ამბები

25 მარტს ბოულინგ კლუბში Lebowski Bowl Club საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ბოულინგის ჩემპიონატი.

საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ფედერაციის წევრი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გუნდები.

ტურნირში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა გუნდი ALL Star, რომელიც სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გუნდის წევრებს წარმატებას!

ALL Star -ის შემადგენლობა:

  • ვაჟა არჩუაშვილი
  • ქრისტინე ღვანიძე
  • მარია შუკანი
  • გრიგორი მამულაშვილი

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები: 

  • I  ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • II ადგილი – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტი  
  • III ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
2023 წელი
ბანერები