ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრები საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების მერვედფინალურ მატჩს გამართავს. ჩვენი ბიჭების მეტოქე იქნება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩის მოგება და პირველ ადგილზე გასვლა შეძლო.
ერთად ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს!

შეხვედრა გაიმართება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N15 ა

ბანერები