ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

გუნდი „გეგეშას ბიჭები“ კალათბურთში ილიაუნის ჩემპიონია

ახალი ამბები

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ბოლო დროს ილიაუნიში სპორტის რამდენიმე სახეობაში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი. ერთ-ერთს – 3x3-ზე კალათბურთის ჩემპიონატს – სასპორტო კომპლექსმა „არენამ“ უმასპინძლა. მედლებისთვის ბრძოლაში ცხრა გუნდი ჩაება, რომლებიც წილისყრით ორ ჯგუფში გაანაწილეს. წრიული სისტემით გამართული ორთაბრძოლების შემდეგ A ჯგუფში ილიაუნის საშემოდგომო ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა, „გეგეშას ბიჭებმა“ დაიკავა პირველი ადგილი, დანარჩენმა სამმა გუნდმა 4-4 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალის საგზური Jumpers-მა მოიპოვა. B ჯგუფიდან ნახევარფინალში თამაშის უფლება Oldmen-მა და Young Bloods-მა დაიმსახურეს.

A ჯგუფი

  1. 1.    გეგეშას ბიჭები – 6 ქულა
  2. 2.    Jumpers – 4 ქულა
  3. BC Racha – 4 ქულა
  4. ქიმერიონი – 4 ქულა

B ჯგუფი

  1. 1.    Oldmen – 8 ქულა
  2. 2.    Young Bloods – 7 ქულა
  3. Gray Goose – 6 ქულა
  4. Cool Boys – 5 ქულა
  5. შავი კობა – 4 ქულა

ნახევარფინალები

Oldmen 21:13 Jumpers

გეგეშას ბიჭები 22:10 Young Bloods

მატჩი III ადგილისთვის

Jumpers 10:12 Young Bloods

ფინალი

Oldmen 12:17 გეგეშას ბიჭები

„გეგეშას ბიჭებმა“ შარშან შემოდგომაზე მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ჩემპიონთა რიგებში გამოირჩა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი ლუკა კალატოზიშვილი, რომელიც სამი წელიწადია, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვარჯიშობს და საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობს. ჟიურიმ იგი ილიაუნის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და კომპანიაJoma-სგან 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პეტრე წულუკიძემ დააჯილდოვა.

შესანიშნავი შეჯიბრების მოწმენი გავხდით, – გვითხრა ლუკა კალატოზიშვილმა, – ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ილიაუნის ჩემპიონობა, რამაც ძალიან გაგვახარა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩემი დასახელება. ეს წარმატება თანაგუნდელების დამსახურებაა. დიდი მადლობა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს, რომ საინტერესო ღონისძიებებით გვანებივრებს. ჩვენი უნივერსიტეტის კალათბურთელთა ნაკრები საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობს და დიდი ანგარიშებით ზედიზედ ხუთი მატჩი მოვიგეთ. ჯგუფში ახლა პირველ ადგილზე ვართ და ჩემპიონობის მოსაპოვებლად არაფერს დავიშურებთ.

ბანერები