ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

გუნდი All Star ილიაუნის ბოულინგის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

ახალი ამბები

9 მარტს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის ბოულინგის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში, რომელიც ბოულინგის კლუბში „ლებოვსკი“ ჩატარდა, მონაწილეობდნენ ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები. მათგან ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო შედეგის მქონე გადავიდა. პირველი ადგილისთვის განსაკუთრებული ბრძოლა გაიმართა გუნდებს „კომსი კომსასა“ და All Star-ს შორის, მაგრამ გამარჯვება მოქმედ ჩემპიონ გუნდს, „All Star-ს დარჩა.

ვერცხლის მედალი გუნდმა „კომსი კომსამ“ მოიპოვა, მესამე ადგილი კი გუნდ „მეტამორფოზას“ ერგო.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა შესაბამისი მედლები გადასცა, გამარჯვებული გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებს სტუდენტურ უნივერსიადაზე.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:

  1. ვაჟა არჩუაშვილი
  2. მეგი ჭანტურია
  3. მარია შუკანი
  4. გრიგორი მამულაშვილი

2023

ბანერები