ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

„გეგეშას ბიჭები“ ილიაუნის ჩემპიონობას არ თმობს

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით წელს მესამედ გაიმართა 3x3-ზე კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი. საპრიზო ადგილებისთვის 15 გუნდი იბრძოდა. შეჯიბრებას ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. პაექრობები ჯერჯერობით ოთხ ჯგუფში გაიმართა წრიული სისტემით. ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გავიდა. განსაკუთრებით წინა ორი პირველობის გამარჯებულმა „გეგეშას ბიჭებმა“ გამოიჩინა თავი – ყველა მეტოქეს სძლია და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 

მეოთხედფინალები
„ირელია“ 15:12 Trilogy
Savage Storm 9:22 Jumpers
„გეგეშას ბიჭები“ T/W 13
Acapella with Capella 6:7 Cash Money

ნახევარფინალები
„ირელია“ 16:9 Jumpers
„გეგეშას ბიჭები“ 16:8 Cash Money

მატჩი III ადგილისათვის
Jumpers 10:8 Cash Money

ფინალი
„ირელია“ 9:11 „გეგეშას ბიჭები“

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: 1. „გეგეშას ბიჭები“ (ბექა გეგეშიძე (კაპიტანი), დავით ბასარია, გიორგი ღონღაძე, საბა სიპრაშვილი), 2. „ირელია“, 3. Jumpers.

– ჩვენმა გუნდმა ილიაუნის ჩემპიონატში მესამედ იასპარეზა და ამჯერადაც ისე მოვიპოვეთ ჩემპიონობა, მატჩი არ დაგვითმია, – გვითხრა გამარჯვებულთა კაპიტანმა ბექა გეგეშიძემ. – სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, უბრალოდ თამაში გვსიამოვნებდა. გუნდში უმთავრესად ილიაუნის კალათბურთელთა ნაკრების წევრები გვყავს. ჩვენმა ბიჭებმა საქართველოს 2017-2018 წლების სტუდენტურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავეს – ფინალში ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაამარცხეს. ილიაუნის ჩემპიონატმა დაგვარწმუნა, რომ წელსაც ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება, რადგან კარგი შევსება მივიღეთ. ვეცდებით, არც ახალ სეზონში გავაწბილოთ ქომაგები, რომლებიც სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატების ყოველ მატჩზე გვესწრებიან. ჩვენს წარმატებაში მათი წვლილიცაა. ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე იქნება.

ბანერები