ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – XVII ტური – ილიაუნი 4:1 არმია

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი განაგრძობს საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მესამე წრის შეხვედრებს. ჩვენმა გუნდმა XVII ტურის მატჩი 14 მარტს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართა.

მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარი სანახაობრივი გამოდგა და ჩვენმა ბიჭებმა 4 გოლი გაიტანეს.

  • 22:48' – თეიმურაზ ექიზაშვილი
  • 29:01' – ნიკა გვაზავა ©
  • 32:39' – ომარ ასაშვილი
  • 37:56' – ბექა ონიანი

მატჩის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: t.ly/seZh

მატჩის სრული ჩანაწერი: t.ly/SEwL

შემდეგ ტური 19 მარტს არის დაგეგმილი – ჩვენი გუნდი გასვლით მატჩს ქუთაისის გუნდთან გამართავს 15:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში.

2023 წელი

ბანერები