ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – XI ტური

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდი MFC ILIAUNI საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეორე წრის შეხვედრებს მართავს. XI ტურში დავუპირისპირდებით ქუთაისის გუნდს.

პირველი წრის მატჩის თამაში ჩვენს გუნდს ქუთაისში მოუწია. დაძაბული ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 2-0, დასრულდა. გოლები ომარ ასაშვილისა და ლაშა კურტანიძის ანგარიშზეა (მატჩის ოქმი: t.ly/V47v).

ილიაუნისა და ქუთაისის გუნდებს შორის მატჩი 16 დეკემბერს, პარასკევს, 17:30 საათზე დაიწყება. 

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

 უგულშემატკივრე შენს გუნდს!

2022 წელი

ბანერები