ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – VII ტური – ილიაუნი Vs პსპ

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მე-7 შეხვედრას პსპ-სთან გამართავს.

ჩვენი მოწინააღმდეგე ამჟამად ფუტსალის ლიგის ლიდერია. პსპ-სთან ილიაუნის ხანგრძლივი სათამაშო ისტორია აქვს, რომელიც 2018-19 წლების სადებიუტო სეზონიდან იღებს სათავეს. იმ სეზონზე (ლიგა 2) სპს ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა. ნახევარფინალური მატჩის პირველი შეხვედრა 2-3-ით დავთმეთ, მეორე მატჩის პირველ ტაიმს კი 0-1 ვაგებდით. საბოლოოდ, ირაკლი ლატარიასა და ომარ ასაშვილის გოლებით მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ. პენალტებში კი გამორჩეულად ითამაშა ჩვენმა მეკარემ, გურამ ჯიჯელავამ და გუნდი ფინალში გაიყვანა (06:50-დან შეგიძლიათ იხილოთ მიმოხილვა – t.ly/tcji), საბოლოოდ კი შევძელით უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება.

გასული სეზონის შეხვედრები ჩვენი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ სამი მატჩიდან ორი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა (5-3, 3-1, 3-5). ამის მიუხედავად, პსპ მე-3 ადგილზე გავიდა და ლიგის ლიდერს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩა.

ჩვენი გუნდების შეხვედრების ისტორიიდან გამომდინარე, მატჩი დაძაბული და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს.

მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14 ნოემბერს, ორშაბათს, 17:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

ილიაუნის გულშემატკივრებს შეგიძლიათ მობრძანდეთ სტადიონზე და უგულშემატკივროთ თქვენს გუნდს! კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს.

2022 

 

ბანერები