ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – VI ტური – კსუ Vs ილიაუნი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მე-6 ტურის მატჩს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართავს.

მოწინააღმდეგე გუნდთან ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2020-21 წლების სეზონზე გვქონდა. ამ წელს “FC CIU” ფუტსალის ლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო თასის ფინალში ჩვენს გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბულ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა ჩვენი მოქმედი კაპიტნის, ნიკა გვაზავას გადაცემით, ლაშა კურტანიძემ შეძლო გოლის გატანა, რითაც ილიაუნის სპორტულ ისტორიაში გაკეთდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი – ილიაუნის პროფესიული გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ფუტსალის თასი 2021-ის მფლობელი გახდა (ვიდეომიმოხილვა: t.ly/eHO1).

2021-22 წლების სეზონზე ჩვენი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამჯერად გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა (2-3). ამ სეზონზე “FC CIU” კიდევ უფრო გაძლიერდა, დაემატნენ მაღალი დონის მოთამაშეები, და მიზნად ტურნირის მოგებას ისახავს. ჩვენი გუნდი ეცდება, ფავორიტს ნებისმიერ თამაშზე ქულები დააკარგვინოს.

VI ტურის თამაში ხვალ, 3 ნოემბერს, 12:30 საათზე გაიმართება

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

მატჩის LIVE გვერდი: t.ly/fx_K

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

უგულშემატკივრე შენს გუნდს!

2022

 

 

ბანერები