ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – V ტური – ილიაუნი-Vs ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგ შეხვედრას ლიგის მოქმედ ჩემპიონთან, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსთან“ გამართავს. მეხუთე ტურის მატჩი დაგეგმილია 28 ოქტომბერს.

ჩვენი მოწინააღმდეგე ტურნირის ფავორიტია. 2021/22 წლების სეზონში მათ დუბლი შეასრულეს (http://t.ly/77o9) და ფუტსალის ლიგასთან ერთად საქართველოს ფუტსალის თასიც მოიგეს, რომლის მფლობელიც იყო ილიაუნი.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ დაკომპლექტებულია საქართველოს ფუტსალის ნაკრების რამდენიმე წევრისგან. გუნდის მთავარი მწვრთნელია ავთანდილ ასათიანი, რომლის თაოსნობითაც საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ჩვენი გუნდი წასაგებად არც ერთ თამაშზე არ გადის და ეცდება, ფავორიტს ნებისმიერ თამაშზე ქულები დააკარგვინოს.

მატჩი 28 ოქტომბერს, პარასკევს, 12:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

უგულშემატკივრე შენს გუნდს!

2022 წელი

 

ბანერები