ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის თასი - ილიაუნი 2:1 გორი

ახალი ამბები

24 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ჩატარდა.

კენჭისყრის შედეგად ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე გახდა გორის ფუტსალის კლუბი, რომელიც ფუტსალის მეორე ლიგაში მონაწილეობს.

მატჩი ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 2-1, დასრულდა. გოლები ომარ ასაშვილისა და ლაშა კურტანიძის ანგარიშზეა (მატჩის ოქმი - t.ly/RNw8).

თასის გათამაშების მეორე ეტაპი დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი კენჭისყრით გაირკვევა ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე.

შეგახსენებთ, რომ MFC ILIAUNI 2021 წელს გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

შეავსე განაცხადი: t.ly/v7Dc

გახდი ილიაუნის გულშემატკივარი!

2022

ბანერები