ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის ლიგა. VI ტური. MFC ILIAUNI VS Tsalenjikha

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონი გრძელდება.

15 ნოემბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე ილიაუნი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ გუნდს “წალენჯიხა” დაუპირისპირდება.

ფუტსალის უმაღლეს ლიგაში ადგილის დამკვიდრება რთული, ხოლო კონკურენცია და სათამაშო დონე საკმაოდ მაღალი არის. წალენჯიხელებმა, ჩვენი გუნდის მსგავსად (2017/18 წწ.) სადებიუტო სეზონშივე (2022/23 წწ.) მოიპოვეს პირველი დივიზიონის საგზური, რაც პატივისცემას იმსახურებს. “ფუტსალის ლიგა 2”-ის გასულ სეზონში მოწინააღმდეგე გუნდთან თამაშის გამოცდილება ჩვენს მეორე, ფარმ-კლუბს (MFC ILIAUNI 2) ჰქონდა. რეგულარულ სეზონში ორივე მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ხოლო საპლეიოფო ფაზაში მათ იმარჯვეს და შედეგად მოიპოვეს ხსენებული საგზური. ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში მე-6 სეზონს ატარებს, რაც კახა კაპანაძისა და ალიკ სარქისიანის გუნდის უპირატესობაზე უსვამს ხაზს.

ჩვენი ნაკრები კარგ ფორმაშია, რაზეც ზედიზედ 2 გამარჯვება მეტყველებს. ილიაუნიმ ჯერ ქუთაისელებს მოუგო 4-1, ხოლო შემდეგ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან (FC CIU) 5-0 ანგარიშით დაასრულა მატჩი. გუნდი წალენჯიხის წინააღმდეგ მოგებათა სერიის გასაგრძელებლად გადის!

წარმატებები MFC ILIAUNI !

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

2023



ბანერები