ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის ლიგა. V ტური. MFC ILIAUNI VS MFC CIU

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონი გრძელდება.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესიული გუნდი MFC ILIAUNI საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეექვსე სეზონს ატარებს. 

8 ნოემბერს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე ილიაუნი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. მოწინააღმდეგე გუნდთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს. 

ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2020-21 წლების სეზონზე გვქონდა. ამ წელს “FC CIU” ფუტსალის ლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო თასის ფინალში ჩვენს გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბულ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა ჩვენი მოქმედი კაპიტნის, ნიკა გვაზავას გადაცემით, ლაშა კურტანიძემ შეძლო გოლის გატანა, რითაც ილიაუნის სპორტულ ისტორიაში გაკეთდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი – ილიაუნის პროფესიული გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ფუტსალის თასი 2021-ის მფლობელი გახდა (ვიდეომიმოხილვა: t.ly/eHO1).

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები