ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის ლიგა – ილიაუნის გამარჯვება და ბოლო ტური

ახალი ამბები

ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023/24 წლების რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ლიგის საუკეთესო 6 გუნდი საპლეიოფო ეტაპზე გადადის, რის შედეგადაც გაირკვევა მიმდინარე სეზონის გამარჯვებული და გამოვლინდებიან პრიზიორები. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი რეგულარული სეზონის ბოლო თამაშებს ატარებს. ჩვენმა კლუბმა საპლეიოფო ეტაპი რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა.

19 მაისს ფუტსალის მატჩების არენაზე (არენა 2) გაიმართა ლიგის XX ტური –  ჩვენი გუნდი წალენჯიხელებს შეხვდა.

მატჩი ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 6-3, დასრულდა (ოქმი: t.ly/fZzzD). მატჩში 2-2 გატანილი გოლით თავი გამოიჩინეს რომა კუხიანიძემ და ბაჩა კალანდაძემ, ერთი გოლი ომარ ასაშვილმა გაიტანა, უგოლოდ თამაშიდან არც ჩვენი გუნდის ამ სეზონის ბომბარდირი გიორგი ქურხული გასულა – რეგულარულ სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.

ბოლო, XXI, ტური ოთხშაბათს, 17:00 საათზე, გაიმართება და ჩვენი ფეხბურთელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის დაუპირისპირდებიან.

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

წარმატებები MFC ILIAUNI !

2024


ბანერები