ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის ლიგა 2-ში ილიაუნიმ II წრე მოგებით დაიწყო

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

ჩემპიონატის მეორე წრემ სტარტი აიღო და ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

მერვე ტურში „ილიაუნი 2“ ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, 7-1 იმარჯვა და პირველ ტურში ჩვენი ერთადერთი მარცხისთვის რევანში აიღო. EU-სთვის ეს პირველი წაგებაა, რის გამოც ტურნირის ლიდერობა დაკარგა.

ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩვენი გუნდიდან მოხვდნენ ნიკა ნოზაძე და ლაშა კურტანიძე, რომელმაც უკვე მეორედ დაიმსახურა ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე ამჟამად ლიდერი „ქუთაისია“, რომელსაც ორი ქულით ჩამოვრჩებით და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეში გადავინაცვლებთ. „ქუთაისთან“ გამართული პირველი მატჩი უხვგოლიანი იყო და ჩვენს სასარგებლოდ – 9-5 დასრულდა.

ილიაუნისა და „ქუთაისის“ მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 დეკემბერს გაიმართება.

ჩემპიონატში პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. ილიაუნიდან ნომინანტები არიან ლაშა კურტანიძე, ნიკოლოზ ბოლქვაძე და ნიკა ნოზაძე.

მხარი დავუჭიროთ ილიაუნელებს. ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/3qcdpHr

გამოკითხვა დასრულდება 25 დეკემბერს, 21:00 საათზე.  

2021 წელი

ბანერები