ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალი | სანაკრებო პაუზის შემდეგ ილიაუნი პირველ მატჩს კსუ-სთან გამართავს

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგა ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ 25 დეკემბერს განახლდება. ილიაუნიმ უკანასკნელ ორ შეხვედრაში მეტოქესთან დიდი ანგარიშით იმარჯვა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მეექვსე ტურის მატჩში ილიაუნი ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 11-1, დაამარცხა. დავით გეგეშიძე ილიაუნის გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა. ორ-ორი ბურთია გურამ ხაჭაპურიძისა და ოთარ ბერეჩიკიძის სახელზე.

„მართვესთან“ მატჩის რეპორტაჟი და ოქმი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3spKthO

დამაჯერებელი იყო ილიაუნის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდთან ასპარეზობაც, რომელიც ჩვენებმა ცხრაბურთიანი უპირატესობით – 11-2 მოიგეს. შეხვედრაში სამ-სამი გოლი თამაზ გოგსაძემ და გურამ ნადარეიშვილმა გაიტანეს. დუბლი გაიფორმა საბა მაჩიტიძემ.

ბსსა-სთან მატჩის რეპორტაჟი და ოქმი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3sp97z0

ილიაუნის მომდევნო მეტოქე ფუტსალში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების ფინალში სწორედ კსუ დავამარცხეთ ანგარიშით 1-0 და თასის მფლობელები გავხდით.

მიმდინარე მონაცემებით ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ოთხეულში ვართ. კსუ მეორე ადგილს იკავებს, ჩვენ – მეოთხეს.

ილიაუნისა და კსუ-ს შორის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 25 დეკემბერს, 14:30 საათზე, გაიმართება.

თამაშის ყურება შესაძლებელია ფუტსალის ლიგის ფეისბუქის გვერდზე: https://bit.ly/3qhgExf

2021 წელი

ბანერები