ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფრენბურთის ჩემპიონატის შეჯამება

ახალი ამბები

11 ოქტომბერს ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე გაიმართა ფრენბურთის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მატჩები. ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა „ჰეი უკრაინა“, რომელმაც ნახევარფინალში – „ნუ პაგაძი“, ხოლო ფინალში „შვანარი“ დაამარცხა. შესაბამისად, მეორე ადგილი „შვანარს“ ხვდა, ხოლო მესამეზე „ნუ პაგაძი“ გავიდა, რომელმაც ამ ადგილისთვის ბრძოლაში „კავკასიელები“ დაამარცხა.

გამარჯვებულ გუნდს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გარდამავალი თასი და მედლები გადასცეს.

ბანერები