ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფრენბურთი | ILIAUNI - TOU

ახალი ამბები

13 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში ილიაუნის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები სტუდენტური ლიგის პირველ მატჩს თბილისის ღია უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართავს.

ილიაუნის ფრენბურთელი გოგონების გუნდი ასპარეზობს ჩემპიონატის B ჯგუფში, საიდანაც ნახევარფინალურ ეტაპზე 2 გუნდი გადის. ამ ჯგუფში პლეიოფის საგზურისთვის ილიაუნისა და ღია უნივერსიტეტის გარდა იბრძვიან თსუ, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ქართული და სპორტის უნივერსიტეტები.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ილიაუნის გუნდმა სტუდენტურ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ქვიშის ფრენბურთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა.

ბანერები