ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ჩემპიონატი მინიფეხბურთში

ახალი ამბები

15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ვაჟთა შორის მინიფეხბურთში. ტურნირი ჩატარდება ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სტუდენტის შეყვანა.

მატჩი შედგება ორი 12-წუთიანი ტაიმისგან 5-წუთიანი შესვენებით.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი მინიფეხბურთში. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს.

ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ დებულებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 ოქტომბერი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები