ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ჭადრაკში ილიაუნის ჩემპიონობა აბსარიძემ შეინარჩუნა

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში. საპრიზო ადგილებისთვის შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად 44 გოგონა და ვაჟი იბრძოდა. ბოლო რაუნდის წინ 5.5-5.5 ქულით ნოდარ მანაგაძე და დავით მოლაშხია ლიდერობდნენ, მაგრამ ფინიშზე ორივე დამარცხდა. მანაგაძეს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველკურსელმა გიგი აბსარიძემ აჯობა, შვიდი შესაძლებლობიდან 6 ქულა მოაგროვა და ჩემპიონობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკში საქართველოს მრავალგზის პრიზიორმა, მსოფლიოს და ევროპის პირველობების მონაწილემ შარშან ილიაუნის საშემოდგომო ჩემპიონატიც მოიგო. აბსარიძემ ერთადერთი პარტია წააგო ადა ქაქუთიასთან, რომელმაც 5 ქულით გოგონებში ყველას აჯობა. 5.5-5.5 ქულითა და დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ნოდარ მანაგაძე და დავით მოლაშხია გავიდნენ.

შეჯიბრების გამარჯვებულს სპორტულმა მაღაზია Joma-მ 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო ფიტნესკლუბმა Fit Town-მა – ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი.

ჭადრაკის ჩემპიონატის ფოტომასალა: https://goo.gl/NsXkFh

ბანერები