ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ბოულინგის ჩემპიონობა AllStar-მა შეინარჩუნა

ახალი ამბები

11 დეკემბერს სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ბოულინგის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი, რომელსაც ბოულინგბარმა Ballroom-მა უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა 18-მა გუნდმა მიიღო. პირველი ეტაპის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე 7 გუნდის ფინალური დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ქულებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა მეორე და მესამე ადგილოსან გუნდებს შორის. Undefeated – 422, Memento Mori – 418 ქულა. შესაბამისი მედლების გარდა მათ საჩუქრად ბოულინგის 1-საათიანი სათამაშო ვაუჩერი გადაეცათ. რაც შეეხება პირველ ადგილს, ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნება მოახერხა AllStar-მა (440 ქულა) და ილიაუნის გასვლითი სკოლის საგზურიც მოიპოვა.

შეჯიბრის გამარჯვებული AllStar-ი ილიაუნის სახელით იასპარეზებს 14 დეკემბერს დაგეგმილ ბოულინგის სტუდენტურ უნივერსიადაზე.

 

ბანერები