ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

All Star ილიაუნის ბოულინგის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ახალი ამბები

18 ნოემბერს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ბოულინგბარ Ballroom-ში ილიაუნის ბოულინგის შიდაჩემპიონატი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობა სულ 18-მა გუნდმა მიიღო და მათგან ფინალურ ეტაპზე 7 საუკეთესო შედეგის მქონე გადავიდა. პირველი ადგილისთვის ბრძოლა კვლავ აპოლოსა და All Star-ს შორის გაიმართა და გამარჯვებული უცვლელი დარჩა.

შესაბამისად, თასის მფლობელი All Star გახდა, ვერცხლის მედალი აპოლოს ერგო, ხოლო მესამე ადგილი Chito-მ მოიპოვა.

საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა შესაბამისი მედლები გადასცა.

ბანერები