ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები სტუდენტური ლიგის მეოთხედფინალშია

30 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტური. ჩვენი გუნდი თსუ-ს დაუპირისპირდა და 21 ქულით, ანგარიშით 80:59, დაამარცხა. გუნდის რიგებიდან გამორჩეული იყო ბილალ ალიევი, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა, 16 მოხსნა, 7 დაფარება და 1 პასი დაგროვდა. გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნიკა ყირიმელმაც, რომელმაც გუნდს 16 ქულა მოუტანა და ასევე 5-შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

ილიაუნელებმა რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. სატურნირო ცხრილის დეტალები იხილეთ ბმულზე: http://gbf.ge/league/student-league/standings

მეოთხედფინალში ჩვენების მეტოქე A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება. მატჩი 4 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.


ბანერები