ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

13-მა ილიაუნის მინიფეხბურთის ჩემპიონობა დაიბრუნა

ახალი ამბები

14 ოქტომბერს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მინიფეხბურთის შიდაჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. დაძაბული და საინტერესო ტურნირი 13-ის გამარჯვებით დაგვირგვინდა.

სათამაშო დღე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებით დაიწყო. Red Devils-ის მეტოქე „ოლიმპი“ არ გამოცხადდა და ბრინჯაოს პრიზიორი უცვლელი დარჩა.

ფინალში შეხვდნენ 13 და Gang-ი. ორივე ილიაუნის შიდაჩემპიონატის საკმაოდ გამოცდილი მონაწილეა. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი 13-ის მეკარემ, გურამ ჯიჯელავამ გაიტანა და გუნდი დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე გურამ ნადარეიშვილმა და გიორგი ნათენაძემ დუბლი გაიფორმეს, ხოლო გურამ გოგილაშვილმა ერთი გოლის გატანა შეძლო. Gang-მა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ მშრალი ანგარიშით 6:0 დამარცხდა. 

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისგან შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ. 13-ს კი გარდამავალი თასი გადაეცა.

ბანერები