ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

სანდრო კანდელაკის საჯარო ლექცია: ,,Entrepreneurship როგორც მეცნიერება’’

ღონისძიებები

14 ნოემბერს , 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სანდრო კანდელაკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,Entrepreneurship როგორც მეცნიერება’’.

თემის მოკლე აღწერა

21-ე საუკუნეში მეწარმეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესის კეთებისა და კომერციული ღირებულების შექმნის გარდა, ქმნიან საზოგადოებრივ კეთილდღეობას, რაც ადამიანებს სხვადასხვა პრობლემას უჭრის და უფრო კომფორტულს ხდის მათ ცხოვრებას.

შეხვედრაზე საუბარი იქნება მეწარმეობის არსზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე, ყველა იმ საკითხზე, რასაც მეწარმეობა აერთიანებს.

მომხსენებლის შესახებ

სანდრო კანდელაკი არის თბილისის ბიზნეს აქსელერატორის სპარკის მენეჯერი, ასევე იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის მეწარმეობის მიწვეული ლექტორი.

დრო:  14 ნოემბერი, 19:00 საათი.

ადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა, ვაკის პარკი.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები