ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

სამეცნიერო კაფე: „ფსევდოტრადიციული წარსულის პროექტი მომავლის პროექტის პირისპირ: ერთმორწმუნეობის მითი მოდერნულობის სემანტიკის წინააღმდეგ XVIII საუკუნის საქართველოში“

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ფსევდოტრადიციული წარსულის პროექტი მომავლის პროექტის პირისპირ:ერთმორწმუნეობის მითი მოდერნულობის სემანტიკის წინააღმდეგ XVIII საუკუნის საქართველოში. 

თემის მოკლე აღწერა: 

მომხსენებელი ისაუბრებს საერთო მეხსიერების მაკონსტრუირებელი ქართული ტექსტური კორპუსის ფორმირების პრობლემატიკაზე; XVIII-XIX საუკუნეების შედარებით ნაკლებად ცნობილ რუსულ და ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით ნაჩვენები იქნება, როგორ წაიშალა მეხსიერებიდან იმდროინდელი საქართველოს ალტერნატიული (არარუსული) პერსპექტივა და როგორ დაეპატრონა იმპერიული პროექტი საქართველოში რელიგიის ისტორიულ ფუნქციას. 

ნინო დობორჯგინიძე არის ლინგვისტიკის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორი (2006), ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი (2010), რექტორის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით (2017). იგი იკვლევს შუა საუკუნეებისა და ადრეული მოდერნულობის პერიოდის ქართულ ენობრივ მემკვიდრეობას, 2012 წლიდან მუშაობს ციფრული ჰუმანიტარიის პროექტებზე.


დრო: 5 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები