ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

პროფესორ ნათია კოპალიანის საჯარო ლექცია „როგორ გარდაიქმნა მგელი ძაღლად? მოშინაურების ისტორია და პოპულაციებს შორის კავშირი“

ღონისძიებები

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია კოპალიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ გარდაიქმნა მგელი ძაღლად? მოშინაურების ისტორია და პოპულაციებს შორის კავშირი“.

თემის მოკლე აღწერა

მომხსენებელი განიხილავს  ძაღლის წარმოშობის თანამედროვე თეორიას, განსხვავებას ძაღლისა და მგლის სოციალურ ქცევაში, დომესტიკაციის შედეგად შექმნილ პრობლემებს; ასევე მიმდინარე ჰიბრიდიზაციას მგელსა და ძაღლს შორის და მის მნიშვნელობასმგლის პოპულაციისთვის; საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდიზაციის სიხშირესა და მის მიმართულებას.

მომხსენებლის შესახებ

ნათია კოპალიანმა 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „თამაშის ქცევის ონტოგენეზი მგლის (Canis lupus) მაგალითზე“, სპეციალობით ეკოლოგია. 1988-დან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე.   1989-დან 2006 წლის ჩათვლით მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სახეობათა კონსერვაციის ცენტრში (NACRES)”.

2006 წლიდან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და  ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორია

მიღებული აქვს მონაწილეობა 12 საერთაშორისო პროექტში ცხოველთა ეკოლოგიისა და კონსერვაციის სფეროში.

მეცნიერის ძირითადი კვლევითი საკითხებია მსხვილი ძუძუმწოვრების, მათ შორის შავი ზღვის ვეშაპისნაირების ეკოლოგია, ქცევა და კონსერვაცია.


დრო: 28 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები