ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლებთან

ღონისძიებები

11 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევართან, მარტინ კულმასა და ამავე უნივერსიტეტის აკვაფონური სისტემების სპეციალისტ ვერონიკა ტუმოვასთან.

მარტინ კულმა (მკვლევარი) ისაუბრებს თემაზე: „როგორ შეძლებენ მწერები მსოფლიოს გამოკვებას?“

თემის მოკლე აღწერა:

მოსახლეობის მკვეთრმა ზრდამ და კვებითმა მოთხოვნილებებმა დასაბამი დაუდო კვებითი რესურსების პროდუქციის ზრდას, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველებისთვის.

ლიმიტირებული და ექსპლუატირებული რესურსების პირობებში მეცხოველეობა კარგავს მდგრადობას. შესაბამისად, ადამიანისთვის მთავარი გამოწვევაა მაღალი ხარისხის პროტეინის წარმოება გარემოს მინიმალური დანახარჯებით. დღესდღეობით მწერები განიხილება ერთ-ერთ პოტენციურ ალტერნატივად. პრეზენტაციაზე განხილული იქნება საბაზისო და ამჟამინდელი ინფორმაცია მათ საკვებ მნიშვნელობაზე, ასევე მწერების ექსპერიმენტული გამოყენება შინაურ ცხოველებში.

ვერონიკა ტუმოვა განიხილავს თემას: „საკვების მდგრადი პროდუქცია აკვაფონური სისტემის გამოყენებით – დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“.

თემის მოკლე აღწერა:

დღესდღეობით აკვაფონური სისტემების მოწყობა ძალიან მოდური გახდა,რადგან მას აქვს უპირატესობა, თავი მოუყაროს ჰიდროფონურ და მეთევზეობის სისტემას. ერთი სიტყვით, შესაძლებელია ერთ სისტემაში გყავდეს წყლის ცხოველები და მცენარეები მინიმალური დანახარჯებითა და გარემოს მაქსიმალურად მდგრადი გამოყენებით.

სპეციალისტი გიამბობთ, რა არის აკვაფონური სისტემა და უპასუხებს შემდეგ შეკითხვებს: შეიძლება აკვაფონური სისტემები წარმატებული მეთოდი იყოს საკვების წარმოებისთვის, თუ ეს მხოლოდ ჰობია? რა მთავარ პრობლემებს ვაწყდებით, როცა აკვაფონურ სისტემას ვაწყობთ? რა სამომავლო პერსპექტივები აქვს ასეთ სისტემებს და სხვ.

ლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე)

დრო: 11 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები