ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება

ღონისძიებები

27 ივნისს, 19:00 საათზე,  წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - 2016-2017 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი - გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება.


ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი, 27 ივნისს, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

განსახილველი რომანების სრული სია

  რომანის სათაური  ავტორი გამომცემლობა
       
1 „მცირე(თავგადასავალი“ გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა „ინტელექტი“
2 „გროსმაისტერი“ სოფო არდია გამომცემლობა „ინტელექტი“
3 „მატერიკონი'' თამარ თანდაშვილი  გამომცემლობა ,,სიესტა''
4 ''MOX'' დავით სამნიაშვილი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
5 „ანას მომენტი“ მარი ბექაური ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
6 „ზორო“ ლაშა იმედაშვილი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
7 „პატარა ქვეყანა“ ლაშა ბუღაძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
8 „საღეჭი განთიადი უშაქროდ“ ზურაბ ჯიშკარიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
9 „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ია კარგარეთელი პალიტრა L
10 „რაფლეზია“ ელის დოჯსონი პალიტრა L
11 „შემოვალ ეტლით“ შორენა ხუხუა პალიტრა L
12 „აღიარება ხელისგულზე“ თათული ღვინიანიძე პალიტრა L
13 „ზამთრის ზღვა“ გაგა ნახუცრიშვილი გამომცემლობა „ინტელექტი“
14 „ქანაანის შვილები“ გაბრიელ ტანიე გამომცემლობა „ინტელექტი“
15 Vita Brevis. გამოცხადებამდე“ ბაკურ გაბუნია გამომცემლობა „ინტელექტი“
16 „ფსიქოტროპული ფოიევერკი“ ბესო პაპასქუა გამომცემლობა „ინტელექტი“
17 "ელიგულა და ხავა" გურამ ბათიაშვილი გამომცემლობა "ინტელექტი"
18 „გლდანი“ გურამ მაცხონაშვილი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"
19 „დაშლა“ დავით გაბუნია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"
20 „ბაყაყები“ შოუ ბაბუხადია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“


ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.

2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია ოთხ ნომინანტზე გაიცა.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის. გამოცხადდა კონკურსი, რომლის პირობების თანახმად 2010-2014 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი უნდა გამოვლენილიყო.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ქრონოლოგია

2010 წელს პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო (რომანისთვის „მამლუქი“);

  • 2011 წელს პრემია ზაზა ბურჭულაძემ მიიღო (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
  • 2012 წელს პრემია არ გაცემულა;
  • 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
  • 2014 წელს პრემია ზაზა ჭილაძემ მიიღო (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
  • 2015 წელს პრემია ნანა ექვთიმიშვილმა მიიღო (რომანისთვის „მსხლების მინდორი“)
  • 2016 წელს პრემია არჩილ ქიქოძემ მიიღო (რომანისთვის „სამხრეთული სპილო).

დრო: 27 ივნისი 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა:წიგნის სახლი ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები